|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ავამუშავოთ ქვეყნის ისეთი ძირითადი რესურსი, როგორიცაა მიწა"-გიორგი გახარია

მაქსიმალურად  ეფექტურად გამოვიყენოთ და ავამუშავოთ ქვეყნის ისეთი ძირითადი რესურსი, როგორიცაა მიწა,  - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამ გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა.

როგორც ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას გაირკვა,  სოფლად მცხოვრებ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, ელემენტარული მცირე ბიზნესის წამოწყებას, სახელმწიფო 30 000 ლარის გრანტს გამოუყოფს.
 
გარდა ამისა, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სახელმწიფო 50 000 000 ლარს გამოყოფს.
მთავრობის მეთაურის თქმით, აგროკრედიტით სარგებლობას 5000 ფერმერი შეძლებს.
 
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სოფლის მეურნეობის განვითარება მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია.
 
„იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, 3 წლის განმავლობაში, მოხდეს 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით, ეს ის რესურსია მიწის, რომელიც დარჩენილია სისტემური რეგისტრაციის გარეშე და ამის შემდგომ, საქართველოში, მიწის სისტემური რეგისტრაციის პრობლემა საბოლოოდ იქნება გადაწყვეტილი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ყველას კარგად გვესმის ამ ღონისძიების მნიშვნელობა, რათა გვქონდეს საშუალება, როგორც ფერმერს, ასევე, საფინანსო სტრუქტურებს, მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ და ავამუშაოთ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი რესურსი, როგორიც გახლავთ მიწა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
 
ამასთან, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სარწყავი წყლის დავალიანება ჩამოეწერება.
„გარდა ამისა, სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაგროვილი გადასახადი სარწყავი წყლის, გაუქმდეს, ჩამოეწეროს მათ და 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა