|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღალმთიან სოფელ ხანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანს ახალი საბავშვო ბაღი აქვს. ზამთრის არდადეგების შემდეგ, ხანის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა, სასწავლო პროცესი ახალ, სრულიად რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში, სრულად რეაბილიტურებული ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ დაათვალიერეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

ხანის საბავშვო ბაღი 30-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია სააღმზრდელო-სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით.

ხანის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ავტორი:

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა