|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცვის შემდეგ კომპანიამ მაღაროელებისათვის ხელფასების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო

მაღაროელებს ხელფასს 250 ლარით გაუზარდიან, - ამის შესახებ განცხადებას "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს. 

კომპანიის ცნობით,  მიიღეს გადაწყვეტილება, მაღაროელებს ხელფასი 250 ლარით გაუზარდონ, თუმცა, ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ.

"პროფკავშირებთან მოლაპარაკების შედეგად, შევთანხმდით, თითოეული მაღაროელის და მუშა-მოსამსახურის ანაზღაურების 250 ლარით მატებაზე. ამის ხარჯზე კომპანიის და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების მიერ ჩერდება ყველა ის არაპროფილური აქტივობა თუ სოციალური პროექტი, რომელიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ბენეფიციარის სასარგებლოდ.

ხაზგასასმელია, რომ აღნიშნულ შეთავაზებას კომპანია აფასებს, როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევას, რომელზეც კომპანია პროფკავშირების აქტიური ჩართულობითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიდის" , - აცხადებს კომპანია. 

შეგახსენებთ,  ჭიათურაში მაღაროელები დღეს გაიფიცნენ. ისინი ლარის გაუფასურების გამო ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ.

ავტორი: ნიუპრესი