|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღაროელი მირზა ლოლაძე შიმშილობის მე-16-ე დღეს შეუძლოდ გახდა

მოშიმშილე მაღაროელი შეუძლოდ გახდა შიმშილობის მე-16-ე დღეს მაღაროელი მირზა ლოლაძე შეუძლოდ გახდა.

ლოლაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა და მას პირი ამოკერილი აქვს.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის უკვე გადაყავს სამედიცინო დაწესებულებაში.

 შეგახსენებთ, მაღაროელები 19 ივნისიდან შიმშილობენ. ამ დროისთვის შიმშილობს შვიდი ადამიანი, სამს პირი აქვს ამოკერილი. 

ისინი დაკავებული 4 მაღაროელის გათავისუფლებას ითხოვენ. 

ავტორი: ნიუპრესი