მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე კლინიკაში გადაიყვანეს. მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, რომელმაც კლინიკაში გადაიყვანა.
მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ინფორნაცია სოციალურ ქსელში „მაღაროელმა“ გაავრცელა.
ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება.
16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღსროლეოებოს გათავისუფლებას მოითხოვენ.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა