მაღაზიათა ქსელ “დეილის” ფილიალი მეორედ გაქურდეს
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობის მიმდებარედ, მაღაზიათა ქსელ “დეილის” ფილიალი გაქურდეს.
ძარცვა გამთენიისას მოხდა. ჩამსხვრეულია ობიექტის მინა. წაღებულია სიგარეტები.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღნიშნული მაღაზია ბოლო რამდენიმე თვეში უკვე მეორედ გაქურდეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა