|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარინა ოვსიანიკოვა 30 000 რუბლით დააჯარიმეს

მოსკოვის ოსტანკინოს სასამართლომ რუსეთის „პირველი არხის“ თანამშრომელი მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც გადაცემა „ვრემიას“ მსვლელობისას გადაცემის წამყვანის ზურგსუკან ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა, 30 000 რუბლით დააჯარიმა.

 „რია ნოვოსტის“ ცნობით, მას ბრალად ედება ქცევის ნორმების დარღვევა საჯარო ღონისძიების დროს.

 რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: "არა ომს, შეაჩერე ომი" შევიდა. მის ბანერზე ასევე ეწერა: „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ".

 მარინა ოვსიანიკოვა აცხადებს, რომ თავის საქციელს არ ნანობს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა