|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი

მარიუპოლში რუსი ოკუპანტების მიერ გუშინ ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არის ბავშვიც. 

 მარიუპოლის ქალაქის საბჭოს ინფორმაციით, დაბომბვისას  17 ადამიანი დაშავდა. 

„დღეისთვის ცნობილია, რომ ბავშვთა საავადმყოფოზე რუსული თვითმფრინავების მიერ განხორციელებული ტერორისტული დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა - ქალები, ბავშვები და ექიმები. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი მათგანი ბავშვია,“- ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქის საბჭოში აცხადებენ, რომ რუსული ჯარები მიზანმიმართულად და უმოწყალოდ ანადგურებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას.

„მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ, უკრაინისა და მარიუპოლელების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ,“- ნათქვამია  "ტელეგრამზე" გავრცელებულ  განცხადებაში. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა