Maroon 5-ის კონცერტზე დასასწრებად 30 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა
Maroon 5-ის კონცერტი, რომელიც ბათუმის საოცრებათა მოედანზე მიმდინარეობდა, დასრულდა. კონცერტზე ცნობილი ჰიტები შესრულდა. ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა პირველი სიმღერა "Animals" იმღერა.
უამინდობის მიუხედავად მოედანზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. კონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრებოდა. როგორც ცნობილია, კონცერტზე დასასწრებად 30 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.
Maroon 5 საქართველოში პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში ჩამოვიდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 63.16%
არა - 36.84%
არ ვიცი - 0%
სულ - 19 ხმა