|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება გადავადდა

მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს პრაქტიკული გამოცდის ორ ეტაპად ჩაბარება მოუწევთ. მოქალაქეებს  ვალდებულება ექნებათ გამოცდა ჯერ ძველი სისტემით - დახურულ მოედანზე ჩააბარონ, ქალაქში - რეალურ მოძრაობაში გამოცდის ჩაბარების უფლებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვებენ. 

სამინისტროს ინფორმაციით, მათივე განმარტებით, ძალაში რჩება დახურულ მოედანზე პრაქტიკული გამოცდისას ამ დროისთვის არსებული ყველა - ექვსივე კომპონენტი, რომელთა გავლაც მართვის მოწმობის აღების მსურველ პირებს ამჟამად უწევთ. 

მართვის მოწმობის ასაღებად პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან იყო დაანონსებული, თუმცა წლის ბოლომდე გადავადდა. 

 

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი