მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება. ინიციატივა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, რომელიც წლის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, წლის ბოლოდან იგეგმება.
“მძღოლების გამოცდა მოხდება რეალურ სივრცეში, მართვის მოწმობა გახდება ბევრად უფრო საიმედო და უფრო ადეკვატურად შევძლებთ მძღოლის მართვის უნარების შეფასების მიცემას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი: ნიუპრესი