|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაშინ როდესაც ხალხის ყურადღება გადართულია კორონავირუსზე, ივანიშვილის გარემოცვა ფულს აკეთებს"

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ასსაფეხურიანი კიბეების ტენდერში ინდმეწარმე ივანაშვილის უკონკურენტო მონაწილეობას ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის |ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე გიგა შუშანია ეხმიანება. მისი განცხადებით, მაშინ როდესაც ხალხის ყურადღება გადართულია კორონავირუსის საკითხებზე, ივანიშვილის გარემოცვა ფულს აკეთებს.

"ეს პროექტი არის ნათელი მაგალითი, როგორ სარგებლობს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება პანდემიით,  მაშინ როდესაც ხალხის ყურადღება გადართულია კორონავირუსის საკითხებზე და როგორ აპირებს ბიუჯეტის ფულის მითვისებას... ორწელიწადზე მეტია, რომ თავი ვერ მოაბეს ამ პროექტის განხორციელებას და მაინც და მაინც ახლა ამ პანდემიის დროს მოუნდათ ტენდერის გამოცხადება. გამარჯვების უკონკურენტო პრეტენდენტია  ბესიკ ივანაშვილი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მეზობელი ჭორვილაში.  ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო სოციალურად დაუცველთა სიაში და არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებდა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღმოაჩნდა ბიზნესის კეთების ნიჭი",  -აცხადებს გიგა შუშანია.

შეგახსენებთ, მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ერთადერთი მონაწილე ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილია, რომელიც ასსაფეხურიასნი კიბის რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარებას  595 041 ლარის სანაცვლოდ დათანხმდა.  ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა. ამ დროისათვის დოკუმენტების შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა