"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ათეულში იმერეთიდან სამი პედაგოგი მოხვდა
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018"-ის საუკეთესო ათეული ცნობილია.
ათეულში სამი იმერელი პედაგოგი მოხვდა. ჯილდოზე წარდგენილი არიან, საჩხერის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის სკოლის დაწყებითის მასწავლებელი ნინო გურეშიძე და ბაღდათის #2 საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელი მანანა კაპეტივაძე.
მომდევნო ეტაპზე 1 სექტემბერს 5 ფინალისტი გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია კი 5 ოქტომბერს გაიმართება.
"მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" მეორე წელია კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
ეროვნულ დონეზე გამარჯვებულს ჯილდოს სახით 10.000 ლარი დაერიცხება და გლობალური ჯილდოს ერთ-ერთ მონაწილედ დასახელდება.
ავტორი: ნიუპრესი