მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებულმა ბავშვებმა კლინიკა დატოვეს
ქუთაისში მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა. ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმების თქმით, და-ძმას სტაციონარული მკურნალობა აღარ სჭირდებოდა და ისინი სახლში გაეწერნენ. მათივე ინფორმაციით, ბავშვები მკურნალობის კურსს სახლში გაივლიან.
შეგახსენებთ, ბავშვებს რამდენიმე დღის წინ მატარებელი დაეჯახა. 10 წლის გოგო და 5 წლის ბიჭი მრავლობითი დაზიანებით კლინიკაში იმყოფებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.59%
გაუარესდა - 53.38%
არ შეცვლილა - 12.03%
სულ - 133 ხმა

16:17
12:09
11:59
17:20
















