|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

MBC-ის სესხები - იმოქმედე მარტივად

ადამიანები სესხს სხვადასხვა მიზეზით იღებენ. ზოგი კრედიტი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებას, უძრავი ქონების, ან ავტომობილის შეძენას, ფინანსური ვალდებულებების დაფარვას, ან სხვა მიზნებს ხმარდება. ნებისმიერ შემთხვევაში, სესხის აღება მაშინ, როდესაც თანხის დაგროვების დრო, ან მოთმინების უნარი არ არსებობს, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მეტიც, ბევრ ადამიანს ყოველთვიურად განსაზღვრული ვალდებულებები კაპიტალის სწორად გადანაწილებაში ეხმარება. 

MBC ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო კომპანიაა, რომელიც კრედიტების პირობების გაუმჯობესებაზე მუდამ ზრუნავს. გრძელვადიან ურთიერთობებზე ორიენტირებული კომპანია ყველანაირ პირობას ქმნის იმისთვის, რომ მომხმარებელმა სასურველი თანხა მარტივი პროცედურების საშუალებით მიიღოს და ზედმეტი გართულებების გარეშე დაფაროს. MBC-ის წარმომადგენლები სესხის აღების ნებისმიერ ეტაპზე მზად არიან საჭირო კონსულტაციის გასაწევად, რათა თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რაციონალიზმს მოკლებული არ აღმოჩნდეს. 

 

ბიზნეს სესხი

ბიზნეს სესხს, მთელ მსოფლიოში, საინტერესო იდეის განსახორციელებლად, ან უკვე არსებული საქმიანობის გასაფართოვებლად იყენებენ. MBC-ში 500-დან 10000 ლარამდე კრედიტი ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ხოლო 2000-დან 100000 ლარამდე სესხი შესაბამისი უზრუნველყოფით შეგიძლიათ მიიღოთ. განაცხადი შეგიძლიათ ონლაინ დაარეგისტრიროთ ან პირდაპირ მიხვიდეთ კომპანიის ნებისმიერ ახლომდებარე სერვის ცენტრში. თანხას მინიმალური დოკუმენტაციით - მარტივი პროცედურების გავლის შემდგომ მიიღებთ. გადახდის გრაფიკის შედგენა კი ინდივიდუალურად, თქვენი შემოსავლების გათვალისწინებით მოხდება. 

ამას გარდა, MBC-ის სპეციალისტები უფასო კონსულტაციას გაგიწევენ მისაღები კაპიტალის ეფექტურად განსაკარგად, რათა თქვენმა იდეამ კიდევ მეტი სარგებელი მოიტანოს საქმიანობაში. 

 

იპოთეკური სესხი

უძრავი ქონების ფლობა ნებისმიერი ადამიანის სურვილია, თუმცა მისი შეძენა დღეს ბევრისთვის აუხდენელ ოცნებას წარმოადგენს. საკუთარი სახლის, საოფისე ფართის, მიწის შესაძენად, რემონტისთვის და ა.შ. იპოთეკური სესხის აღება ოპტიმალური არჩევანია. ასე თქვენ ყოვეთვიურად ქირავნობის თანხის გადახდას შეწყვეტთ და რამოდენიმე წელში უძრავი ქონების სრულუფლებიანი მფლობელი გახდებით. 

მსოფლიოში იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გრძელვადიანი კრედიტია, ამიტომ აუცილებელია სწორად გათვალოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და ისეთ კომპანიასთან ითანამშრომლოთ, რომელიც მაქსიმალურად მოქნილ პირობებს შემოგთავაზებთ. 

MBC განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს და  სხვა საფინანსო კომპანიაში უკვე აღებული კრედიტის მარტივად პორტირების შესაძლებლობასაც გაძლევთ. სესხის ასაღებად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე უკვე არსებული, ან მომავალში შესაძენი უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და შემოსავლების დადასტურება. სესხზე ონლაინ განაცხადის გაკეთებიდან უახლოეს დროში კომპანიის წარმომადგენელი დაგიკავშირებათ, მოგახსენებთ პროდუქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას და თქვენი მხრიდან მზაობის შემთხვევაში უახლოეს ფილიალში დაგიბარებთ შემდგომი პროცედურების შესასრულებლად.   

ავტო სესხი

თუ ავტომობილის შეძენა თქვენი დიდი ხნის ოცნებაა და წლობით ლოდინი მოგბეზრდათ, მაშინ დროა ავტო სესხის უპირატესობების შესახებ გაიგოთ. სხვა გრძელვადიანი კრედიტების მსგავსად, MBC ამ შემთხვევაშიც თქვენს კომფორტზე ზრუნავს. საჭიროა იყოთ 20 წლის, ან უფროსი ასაკის, სესხის ასაღებად წარმოადგინოთ პასპორტი, ან ID ბარათი და მანქანის რეგისტრაციის მოწმობა. გაითვალისწინეთ, რომ ემბისი გთავაზობთ ავტო სესხს, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი თქვენს საკუთრებაში რჩება და ლიზინგისგან განსხვავებით, სესხის მოქმედების პერიოდში მარტივია მისი განკარგვა. ავტო სესხით სარგებლობის შემთხვევაში კომპანია არც შემოსავლების დადასტურებას მოგთხოვთ. 

MBC დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიერ აღებული ვალდებულების კომფორტულად და უმტკივნეულოდ დაფარვაში დაგეხმარებათ. 

 

ავტორი: ნიუპრესი