მდინარე ოღასკურაში მამაკაცის გვამი იპოვეს
მდინარე ოღასკურას არხში მამაკაცის გვამი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარუადოდ, მამაკაცი მთვრალი იყო, რის გამოც არხში ჩავარდა და დაიხრჩო.
გარდაცვლილის ასაკი 60 წლამდეა. ის, სავარაუდოდ, სოფელ მაღლაკის მკვიდრი იყო.
გვამი დილით გამვლელებმა შენიშნეს და 112-ში დარეკეს.
ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. პრესსამსახურის განცხადებით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: megatv.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




12:35
















