მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოები იწყება
მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოწყობის სამუშაოებს შპს "კონსტანტა" შეასრულებს. ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებული შესყიდვების ელექტრონულ ტენდერში აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მოკლე ხანში დაიწყება.
განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ - შპს ელიტ ბილდერს გრუპმა და შპს კონსტანტამ მიიღო. ორივე თბილისში რეგისტირებული კომპანიია.
შპს ელიტ ბილდერს გრუპმა მერიისაგან დისკვალიფიკაცია მიიღო, გამარჯვებულად შპს "კონსტანტა" გამოცხადდა.
კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის ვადაში უნდა განახორციელოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბიუჯეტიდან 582 001 ლარი დაიხარჯება. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა 6 წლით განისაზღვრება.
ტენდერის პირობების მიხედვით, ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოები ივ. ჯავახიშვილის ქუჩიდან №32 საჯარო სკოლამდე მონაკვეთზე ჩატარდება.
შეგახსენებთ, ოღასკურაა ძლიერი წვიმის დროს კალაპოტიდან გადმოდის და მიმდებარე ქუჩებს ტბორავს. პატარა მდინარემ ქალაქს პრობლენა არაერთხეუ შეუქნა. ბოლოს მდინარე ნაპირებიდან გაულ წელს გადმოვიდა და ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ავტორი: ირინა მაკარიძე