|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა (ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ ქუთაისში პრობლემები შექმნა.  მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა და ჯავახიშვილის ქუჩის  სავალი ნაწილი დატბორა.

ოღასყურა შედარებიით პატარა მდინარეა, თუმცა დანაგვიანებული ნაპირებისა და შევიწროებული კალაპოტის გამო მდინარე რამდენჯერმე გადმოვიდა კალაპოტიდან.

„ნიუპრესის“ გადამღებმა ჯგუფმა მდინარე დღის საათებში გადაიღო, რა დროსაც შედარებით მშვიდი მდგომარეობა იყო. საღამოს კი ადიდებული  წყალი კალაპოტმა ვეღარ გაატარა და გზაზე გადმოვიდა. საფრთხე ემუქრება ახლოს მდებარე მაღაზიებსა და საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებს.

ძლიერმა წვიმამ ქუთაისს არაერთი  პრობლემა შეუქმნა, დააზიანა 2 სახლი და დაიტბორა რამდენიმე ქუჩა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი