|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა" - ახალგაზრდა კაცს მდინარე რიონში ეძებენ

მდინარე რიონში მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სოფელ ნამოხვანში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა და გაუჩინდარდა.

როგორც ადგილზე ამბობენ, მამაკაცი ჰესის მოწინააღმდეგეებს ორო დღის წინ შეუერთდა. მას კარგად არც იცნობდნენ. როგორც ადგილზე, ამბობენ მამაკაცი ნასვამი არ იყო, ის სხვებთან ერთად ტრაპეზობდა, რის შემდეგაც გარეთ გავიდა, მასთან ერთად მყოფს ტელეფონი მოაწოდა, რის შემდეგაც წყალში შევიდა. მისი გაჩერება ვერ შეძლეს.

ადგილზე მყოფებმა გაუჩინარებულის შესახებ ბევრი არაფერი იციან, აქვთ ინფორმაცია, რომ მას რამდენიმე თვის წინ დედა გარდაეცვალა და შესაძლოა, დეპრესიაში ოყო.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი