|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს

ჭრებალო-ნიკორწმინდის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე, მდინარე რიონზე 98 მეტრი სიგრძის ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.'
მათი ცნობით, ახალი ხიდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზის გამტარიანობასა და უსაფრთხოებას.
 
„ჭრებალო-ნიკორწმინდის 25.8 კმ-იანი გზა აკავშირებს არა მხოლოდ სოფელ ჭრებალოს და ნიკორწმინდას, არამედ ქუთაისი-ალპანა–მამისონისა და ქუთაისი-ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზებს, რაც მას მნიშვნელოვან რეგიონულ სატრანსპორტო მნიშვნელობას ანიჭებს
მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი
სოფელ ჭრებალოში დასრულდა მდინარე ასკისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებიც. მდინარე აქტიურად რეცხავდა მჭიდროდ განაშენიანებულ მარჯვენა სანაპიროს, რის შედეგადაც გაჩნდა საფრთხე მოსახლეობისა და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურისთვის. აღნიშნული რისკების თავიდან ასაცილებლად, მდინარის მარჯვენა სანაპიროზე აშენდა დამცავი კედელი. ნაპირსამაგრი პროექტი ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 251,931 ლარს შეადგენს", - აცხადებს გზების დეპარტამენტი. 

ავტორი: