მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა
მდინარე სუფსაში ტრაილერი გადავარდა.
მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, შემდეგ კი ის მდინარიდან მეთევზეებმა ამოიყვანეს.
მძღოლს კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. მისი თქმით, წინ მიმავალმა ავტომობილმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, მან აცილება სცადა და ამის გამო, საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
ადგილზე მაშველები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულებული.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ფოტო: სოციალური ქსელი
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 21 ხმა