|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,მე მივდივარ არჩევნებზე” - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

 იმ ადამიანების გადარწმუნებას, რომლებიც არჩევნებზე წასვლას არ აპირებენ,  პროექტის: ,,მე მივდივარ არჩევნებზე” წარმომადგენლები შეეცდებიან. პროექტის პრეზენტაცია დღეს ,,დახმარების საერთაშორისო ფონდის” ოფისში გაიმართა.  პროექტის: ,,მე მივდივარ არჩევნებზე”  მიზანია  ქუთაისის  მოსახლეობის გააქტიურება 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის,  საზოგადობის ცნობიერების ამაღლება არჩევნების მნიშვნელობის, ამომრჩეველთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

როგორც პროექტის ტრენერმა მანანა მანაგაძემ განაცხადა, ,,ჩვენი მიზანია იმ ამომრჩევლის გააქტიურება, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ ზოგადად არჩევნებს და არ ფიქრობენ არჩევნებზე წასვლას".

მისივე თქმით,  პროექტის ფარგლებში გადამზადდება 500 ადამიანი, რომლებიც თავადაც მიდიან არჩევნებზე და, ამავდროულად, მზად არიან საკუთარი გადაწყვეტილების თანამოაზრეებად გახადონ მის ირგვლივ მყოფნი, დაარწმუნონ ისინი არჩევნების მნიშვნელობაში.

პროექტი დაფინანსებულია ,,საარჩევნო სისტემის განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის” მიერ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა