მე ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ მოაწყვეს ეს მასკარადი - ნინო ჩიკვაშვილი
მე ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ მოაწყვეს ეს მასკარადი, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი აცხადებს, რომლის პარტიდან გარიცხვის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა პარტიამ "საქართველოსთვის".
მისი განმარტებით, პარტიასთან ღირებულებითი აცდენა ჰქონდა, რადგან პარტია "სხვა რელსებზე" გადავიდა.
"ეს პარტია მისი ლიდერებით, უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია. გაიგეს, რომ მე ვაპირებდი გასვლას და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საკრებულოში დარჩენას, ჯერ გამომკითხეს ყველაფერი, მერე მოაწყვეს ეს მასკარადი, რომ თითქოს გამრიცხეს პარტიიდან.
რეალურად, ძალიან კარგად იცოდნენ ის სერიოზული ღირებულებითი აცდენა, რაც მე უკვე მაქვს ამ პარტიასთან, რომელიც თავიდან აბსოლუტურად სხვანაირი იყო და ახლა სხვა რელსებზე გადავიდა.
მე ვაპირებდი პარტიის ადამიანურად დატოვებას, თუმცა მათ მოაწყვეს ეს მასკარადი. ძალიან კარგად იცის ჩემმა ამომრჩეველმა, რომ მე არასდროს მივატოვებ არც ამომრჩეველს და არც ჩემს ხალხს. ეს შოუ დასჭირდათ მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიები მიეწვიათ და ეჩვენებინათ, რომ თითქოს დამსაჯეს", - წერს ნინო ჩიკვაშვილი სოციალურ ქსელში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა