|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მე ვარ რეგიონული განვითარების, ასევე დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი“

"მე ვარ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი დღეს საქართველოში როგორც რეგიონული განვითარების, ასევე დეცენტრალიზაციის“-განაცხადა  ირაკლი კობახიძემ  „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ გახსნით კონფერენციაზე.  

„დეცენტრალიზაცია არის ის მიმართულება, რომელიც არის აუცილებლად გასატარებელი ჩვენი ქვეყნის მიერ. დეცენტრალიზაცია არის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისათვის, არამედ არის აუცილებელი პირობა დემოკრატიული სისტემის, დემოკრატიული მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა გავატაროთ რეფორმები ამ მიმართულებით,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციას ესაჭიროება პოლიტიკური ნება, რომელიც ხელისუფლების ყველა შტოს აქვს. ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა გადაიდგას ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები იმისათვის, რომ გაფართოვდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების როგორც უფლებამოსილებები, ასევე მათი ფინანსური და სხვა მატერიალური რესურსები. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა, როგორიცაა ადამიანური რესურსებისა და რეგიონული განვითარება.

შეგახსენებთ, გაერო-ს განვითარების პროგრამის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის - "რეგიონული და ადგილობროვი განვითარების ხელშეწყობა" მეორე ფაზა გამოცხადდა. ახალი ინიციატივა უფრო გრძელვადიანი დახმარების ნაწილია.

 

ავტორი: ნიუპრესი