|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მე ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც ერთიანობაა და არა დაყოფა - ჯო ბაიდენი

მე ვიქნები პრეზიდენტი, რომლის მიზანიც ერთიანობაა და არა დაყოფა. ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა. მან ამომრჩეველთა კოლეგიის 293-ზე მეტი ხმა მიიღო, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

ბაიდენმა მოსახლოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ უნდა დავინახოთ ერთმანეთი, მოვუსმინოთ ერთმანეთს, მივაღწიოთ პროგრესს; დროა, შევწყვიტოთ ჩვენი ოპონენტების მტრებად აღქმა, ისინი ჩვენი მტრები არ არიან, ისინი ამერიკელები არიან. ახლა ამერიკაში გამთელების დროა. მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც არ ხედავს წითელსა და ლურჯს, ხედავს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 არჩევნები 4 ნოემბერს გაიმართა. მასში ერთმანეთს რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი და დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდენ. 

 

ავტორი: ნიუპრესი