|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეც აღებული მაქვს სოციალური დახმარება - ირაკლი შენგელია

საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის მეც აღებული მაქვს სოციალური დახმარება - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია აცხადებს.  


ის ადასტურებს აუდიტის დასკვნაში მოხსენიებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 2019-2020 წლებში საკრებულოს თანამდებობის პირებზე სოციალური დახმარების სახით სოლიდური თანხები გაიცა. იმ დროისათვის ირაკლი შენგელია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.


შენგელიას განცხადებით, მას მერიამ თანხა ჯანმრთელობის პრობლემის გამო მისცა.


„საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის მეც აღებული მაქვს შესაბამისი სოციალური მუხლით სოციალური დახმარება, ერთი ხელფასის ოდენობით. თანხა მერიამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მომცა“, - განაცხადა შენგელიამ  ტვ. პირველთან საუბრისას.


აუდიტის დასკვნის თანახმად, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე სოციალური დახმარების სახით გაცემულია 358.2 ათასი ლარი.
სოციალური დახმარება გაიცა მერიის სამსახურის უფროსებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და სხვა პირებზე. მათ შორის, 2019 წელს დახმარება − 11 თანამდებობის პირზე, ხოლო 2020 წელს 17 თანამდებობის პირზე გაცემულია ერთი თვის თანამდებობრივი სარგო სრული ოდენობით.
ამასთანავე, დახმარების მიმღები ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციის მიხედვით, მათ სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ.
იმავე პერიოდში მოსამსახურეებს დანამატის სახით მიღებული აქვთ 331.4 ათასი ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი – 432.0 ათასი ლარი.

 ქუთაისის მერიის განცხადებით, აუდიტის დასკვნაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ეთანხმება, რის გამოც უწყებას კითხვებით მიმართეს. 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა