|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედიკოსები კორონავირუსის შემთხვევების მატებას პროგნოზირებენ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძის განცხადებით, მიმდინარე და მომავალ კვირას, შესაძლოა,  კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს.

მისივე თქმით,  აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები შემცირდეს.

"თუ ჩავთვლით, რომ შემთხვევების მატება ივნისის ბოლოს დაიწყო მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობთ, მიმდინარე და მომავალ კვირას შესაძლოა შემთხვევების პიკი იყოს. შემდეგ უკვე აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს". განაცხადა ჩხაიძემ. 

მისივე განმარტებით, ჯანმო ოქტომბერ-ნოემბერს განიხილავს, როგორც კორონავირუსის მატების შესაძლო პერიოდს, რას იმუნიტეტის შემცირებას უკავშირდება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა