მერაბ დვალიშვილი ვანში, მშობლიურ სოფელში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ვანში მშობლიურ სოფელში ჩავიდა. სულურის ცენტრში მსოფლიო ჩემპიონის მხარდასაჭერად მეგობრები, პედაგოგები და თანასოფლელები შეიკრიბნენ.
მას სოფლის ცენტრში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება ერთად იზეიმეს. განსაკუთრებით ემოციური მისი პედაგოგებთან შეხვედრა იყო. ჩემპიონის პირველმა მასწავლებელელმა მისი ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბავშვობაში აქტიურობის გამო "მოჩხუბარიძეს" უწოდებდნენ.
UFC-ის ჩემპიონი საქართველოში 29 სექტემბერს დაბრუნდა. მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი 15 სექტემბერს გახდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა