მერაბ კვიცარიძეს "სიკეთის რაინდის" წოდება მიენიჭა
ქუთაისის სააპატიო მოქალაქეს მერაბ კვიცარიძეს "სიკეთის რაინდის" წოდება მიანიჭეს, - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
მრავალი ჯილდოს მფლობელი მედიკოსი ამჯერად ქართულ-ებრაულ ურთიერთობში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოეს.
"გუშინ საქართველოს მწერალთა კავშირში დამაჯილდოვეს, როგორც ქართულ-ებრაული ურთიერთობის საპატიო მოღვაწე ოსკარ შინდლერის აკადემიამ და ისრაელის საქველმოქმედო ფონდ "გულთა კავშირმა" ასევე საქართველოს მწერალთა შემოქმედების კავშირიდან მომენიჭა სიკეთის რაინდის წოდება.
მინდა მადლობა გადავუხადო ოსკარ შინდლერის აკადემიის პრეზიდენტს ბატონ მაქს შავიტს, ისრაელის საქველმოქმედო ფონდ "გულთა კავშირის"პრეზიდენტს ბატონ რობერტ ადარს და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ქალბატონ მაყვალა გონაშვილს ჩემი დაფასებისათვის", -წერს მერაბ კვიცარიძე.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა