|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერები ბავშვებისთვის"- ქუთაისში საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

"მერები ბავშვებისთვის"- საპილოტე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ქუთაისში. ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი მუნიციპალიტეტებს სოციალური პროგრამების შემუშავებაში დაეხმარებიან.

პროექტში საწყის ეტაპზე ათი მუნიციპალიტეტია ჩართული.

მისი მიზანია, ადგილობრივ დონეზე ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი როლის გაძლიერება.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაზე ახლო კონტაქტშია მოქალაქეებთან და შესაბამისად, მათი საჭიროებების გამოვლენა და რეაგირება ადგილობრივ დონეზე უკეთაა შესაძლებელი.

შეხვედრაზე მუნიციპალურ დონეზე მიმდინარე პროგრამების განიხილვა და პრაქტიკის გაზიარება მოხდა.

ღონისძიებას გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ინფრასტრუქტურის მინისტრის, ასევე ჯანდაცვის მიინისტრის მოადგილეები და ათი მუნიციპალიტეტის მერები დაესწრნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა