ქუთაისის მერია პროკურატურას თუ არ მიმართავს, ამას ჩვენ გავაკეთებთ - გიგა შუშანია
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურს კორუფციაში ადანაშაულებენ. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, 2017-2020 წლებში საბინაო სამსახურმა სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, რაზეც მერიის შიდა აუდიტის დასკვა მეტყველებს.
ოპოზიციინერი დეპუტატის თქმით, დარღვევების შესახებ ინფორმირებულია ქუთაისის მერი, რომელიც გასულ წლებში ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია. შუშანია მერიას და საკრებულოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატორას თავად მიმართავს.
"საბინაო სამსახურის არაჯეროვნად მუშაობას, ხშირ შემთხვევაში სამუშაოები არც სრულდება. ამას ვკითხულობთ, მერიის შიდა აუდიტის დასკვნაში, რომელიც მერმა საკრებულოს გადაუგზავნა და დამტკიცება მოსთხოვა. საუბარია 2017-2020 წლებზე, მერი ინფორმირებულია ამ ყველაფრის შესახებ და თუ არ მოხდება დროული რეაგირება, ვაპირებთ პროკურატურას მივმართოთ", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
ბრალდებებისთვის მერიაში ამ დრომდე არ უპასუხიათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა