|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" ქუთაისელებს სიახლის ნაცვლად მერია 7 პუნქტიან სადღეგრძელოს სთავაზობს"

ქუთაისის მერისა და ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის მიერ წარდგენილი სტრატეგიული განვითარების გეგმა განსჯის საგანი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარის გია გოქაძის განცხადებით,  ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების 7 პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა გააცნო საზოგადოებას, რის მიხედვითაც ქუთაისი 4 წელიწადში კულტურის, სპორტის, განათლების, ვაჭრობა-ლოჯისტიკის, მედიცინის და მცირე მაშტაბის ინდუსტრიის ცენტრი უნდა გახდეს.

'"2012 წლის ოქტომბერში მოსული ხელისუფლება, რომელიც ქუთაისელებს მეოთხე, "საუკეთესო" წელს, ეკონომიკურ აღმავლობას ჰპირდებოდა, ქვეყნის ინდუსტრიის ცენტრისა და საუნივერსიტეტო ცენტრის სტატუსის პირობებში ქალაქის განვითარებას გარდაუვლად თვლიდა და ემიგრაციასაც იმედს უჩენდა "ღირსეული დაბრუნებისთვის", საარჩევნო 2016 წელს, სიახლის და განვითარების შემოთავაზების ნაცვლად სადღეგრძელოს სთავაზობს კეთილის მომავლისა, რომელიც 7 პუნქტიან გეგმაშია გამოხატული. ქუთაისი ისედაცაა დასავლეთის ცენტრი, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის, რადგან ქალაქიდან მოსახლეობის გადინების შემცირებას და ეკონომიკურ წინსვლას ფუნდამენტური ცვლილებები და სტრატეგიული გადაწყვეტილებები სჭირდება"–აცხადებს გოქაძე.

მისივე თქმით, გეგმაში საუბარი აღარაა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსსა და ქალაქის პოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობაზე და რაც არის  ხელისუფლების დამოკიდებულებათა ინდიკატორი  ქუთაისის მიმართ.

"აღმოჩნდა, რომ მძიმე დღეში არსებულ ქალაქს, უახლოეს მომავალშიც უარესში მოუწევს ცხოვრება და ეს სამწუხარო რეალობა, რაც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა",–აცხადებს გია გოქაძე.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა