|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიაში აქვთ მაღალი ხელფასი, აქ გადმოდით მოწყალების სათხოვნელად - გოგი წულაია

აქ აქვთ მაღალი ხელფასი, აქ გადმოდით მოწყალების სათხოვნელად - განუცხადა პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ გოგი წულაიამ  ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანებს და მათ მიმდებარე ქუჩებიდან მერიის წინ გადმონაცვლებისაკენ მოიწოდა.

 ამ პერფორმანსით პოლიტიკოსი პრემიერის მიერ მერებისა და საჯარო მოხელეებისათვის ხელფასების გაზრდის ინიციატივას გამოეხმაურა. 

„ქალაქში თითქმის ყველა თქვენს მდგომარეობაში ვართ.  აი, ამ ადამიანებს ღარიბაშვილი დაპირდა ხელფასის მატებას. აქ აქვთ მაღალი ხელფასი და აქ ითხოვეთ მოწყალება. ამ ადამიანებს მოთხოვეთ [მოწყალება], რომლებმაც ჩაგაგდეს ამ ბედში. მათ აქვთ ფული და ღარიბაშვილი მოუმატებს ხელფასს. აქ გადმოდით ყველანი“, - განაცხადა  წუალაიამ.

მისივე თქმით, მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს სამართალდამცველები და რიგი მოხელეები "წილში უზიან". ამასთან,  მერიასთან მისვლას მას მოწყალების მთხოვნელი 10 პირი დაპირდა, თუმცა ადგილზე მხოლოდ ერთი მივიდა.

 

ავტორი: ნიუპრესი