მესის გადასახადების დამალვისთვის პატიმრობა მიესაჯა
ბარსელონისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ლიონელ მესის გადასახადების დამალვისთვის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
უცხოური მედია წერს, რომ პატიმრობა მიესაჯა ფეხბურთელის მამასაც, რომლის ხელშეწყობით მესიმ 2007-2009 წლებში 4,5 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის შემოსავალი დამალა და გადასახადების გადახდას აარიდა თავი.
არსებული ინფორმაციით, მესიმ შემოსავლების დასამალად ბელიზისა და ურუგვაის ოფშორები გამოიყენა.
ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, 2 წელზე ნაკლები სასჯელი შეიძლება პირობითი მსჯავრით შეიცვალოს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




17:28
17:19
19:31
14:51
14:17
















