|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე განმეორებითი ტესტირება 837 პირს ჩაუტარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში განმეორებითი ტესტირება კორონავირუსზე 837 პირს ჩაუტარდა.

 ნინო ვიბლიანის განცხადებით, ტესტირება ჩაუტარდათ, საკარანტინე სივრცეში მყოფ პირებს, ლენჯერის თემის მცხოვრებლებს და თვითიზოლაციაში მყოფებს, რომლებსაც 12-დღიანი ვადის შემდეგ უწევდათ ტესტირება.

განმეორებითი ტესტირების შედეგები 24 საათის განმავლობაში გახდება ცნობილი. ნიმუშები გადაგზავნილია ზუგდიდის და ქუთაისის ლაბორატორიებში.

"პარალელურად მიმდინარეობდა თერმოსკრინინგი, რომელიც 2500-მდე პირს ჩაუტარდა, საბედნიეროდ, არცერთი ცხელების ფაქტი არ ყოფილა“,-განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა