მესხიშვილის თეატრი თეატრალურ სეზონს 2 აპრილს პრემიერით გახსნის
მესხიშვილის თეატრი მაყურებელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2 აპრილს შეხვდება, რეპეტიციები სცენაზე კი 15 მარტიდან გაიმართება.
კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მოხსნის შემდეგ სეზონი პრემიერით გაიხსნება.
ახალი სპექტაკლი "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" რეჟისორმა ელენე მაცხონაშვილმა დადგა.
23 და 25 აპრილს ნაჩვენები იქნება კიდევ ერთი პრემიერის ჩვენება იგემება. მაყურებელი სპექტაკლს "თქვენო უდიდებულესობავ" ნახავს. სპექტაკლის რეჟისორი კოტე აბაშიძეა.
მაყურებელს სპექტაკლზე დასწრება ყველა რეგულაციის დაცვით შეძლებს. მათ დარბაზში სამი სკამის გამოტოვებით დასხდომა მოუწევთ.
ავტორი: ნიუპრესი