|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრში 87 წლის რეჟისორის სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

თოჯინების თეატრის დამფუძნებელი და რეჟისორი გივი სარჩიმელიძე პრემიერისთვის ემზადება. სპექტაკლი "მოგონება" მან ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დადგა.

გივი სარჩიმელიძე 25 წლის შემდეგ პირველად თავის სტუდენტ, ირინა გუბელაძესთან ერთად სპექტაკლზე იმუშავებს.

რეპეტიციებისთვის შემოქმედებითი ჯგუფი ქუთაისიდან თბილისში ჩადიოდა. პრემიერისთვის კი 87 წლის რეჟისორი მესხიშვილის თეატრში ექიმის თანხლებით გაემგზავრა.

გივი სარჩიმელიძემ თავის რექვიემს საფუძვლად სწორედ იაპონელი ავტორის პიესა "კომატის საფლავის ქვა" დაუდო. სპექტაკლის თანარეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე.

სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ გმირს  მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე წარმოადგენს.

 დღეს სპექტაკლის დახურული ჩვენება მოეწყობა, რომელსაც სამხატვრო საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა