მესხიშვილის თეატრში საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართება
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში - 1 მაისს საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება.
შემოსული თანხა მსახიობის, ვალერი ფესტვენიძის მკურნალობას მოხმარდება.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, მსახიობის პაატა ნემსიწვერიძის განცხადებით, წარმოდგენილი იქნება თეატრალური სანახაობა.
"ეს იქნება თეატრალური წარმოდგენა, სადაც იქნება წარმოდგენილი სამი პოეტის მათე მარადელის, ზვიად მეფარეს და გიორგი შალამბერიძის პოეზია, ასევე მუსიკალური ნომრები,"-აღნიშნა ნემსიწვერიძემ.
ვალერი ფესტვენიძეს 2 თვის წინ დაუდგინდა მძიმე სეფსისი, ორმხრივი პნევმონია, სეფსისური ენდოკარდიტი. მისი მკურნალობა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
ოპერაციისთვის საჭირო თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე: საქართველოს ბანკი: პირადი N 0 1 0 0 7 0 1 0 4 6 9 ; მიმღები ნინო ლექვინაძე.
ავტორი: ნიუპრესი