|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეუღლის მიერ სასტიკად მოკლული ქეთი კეპულაძე ოფშკვითში საკუთარ ოჯახში გადაასვენეს

თბილისში, მეუღლის მიერ სასტიკად მოკლული ქეთი კეპულაძე  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში საკუთარ ოჯახში გადაასვენეს.

ახლობლებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. მათი თქმით, კონფლიქტის შესახებ არ სმენიათ, გაუგებარია, რა მოხდა და რა გახდა მკვლელობის მიზეზი. არსებული ვერსიით, მომხდარი ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. 

ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

მკვლელობა თბილისში გუშინ მოხდა. მამაკაცმა ორსული ცოლი ერთი წლის  შვილის თვალწინ მოკლა, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  მამაკაცს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. 

ავტორი: ნიუპრესი