|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეწყრული პროცესებისგან დაზარალებულ მოსახლეობას ხარაგაულის მერია ახალ ადგილზე დასახლებას სთავაზობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები გრძელდება. პარალელურად მიმდონარეობს გეოლოგიური შესწავლა. სტიქიის ზონიდან გაყვანილია ადგილობრივი მოსახლეობა. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მუნიციპალიტეტის მერი.

კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სოფლების უსაფრთხო ზონებში გეოლოგების დასკვნის შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ასევე ადგილობრივებს შესაძლებლობა ექნებათ, დასახლდნენ ახალ დასახლებაში, ან მიიღონ კომპენსაცია.

"ამ ეტაპზე ხემაღალში უსაფრთხო ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისთვის, როგორც კი გეოლოგების დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედოობას, დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები: უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა; ელექტროენერგიის ახალი ქსელის გაყვანა, გზების მობეტონება; გაზიფიცირება.

ამჟამად ამ სამუშაოებს ვერ ვიწყებთ, რადგან აუცილებელია გეოლოგების საბოლოო დასკვნა. თუმცა უკვე ახალი გზა შეყვანილია ხორითის მხრიდან, როგორც ხემაღლის, ისე ღვერკის უსაფრთხო უბნებში, სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობა ცხოვრობს. აუცილებლად მოვაგვარებთ უსაფრთხო საცხოვრისის უზრუნველყოფის საკითხს – ყველა ოჯახი მიიღებს იმ დახმარებას, რაც მათთვის უფრო სწორი და სასურველი იქნება: ვისაც სურს ახალ დასახლებაში ცხოვრება — სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, ხოლო ვისაც კომპენსაციის მიღება ურჩევნია — ეს თემაც სამართლიანად და გამჭვირვალედ გადაწყდება. ჩვენ განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ გეოლოგების დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. ჩემთვის ყველაზე დიდი საქმე დღეს არის ამ ორი — ჩემთვის და ყველასთვის უმნიშვნელოვანესი სოფლის შენარჩუნებაა ახალი კონფიგურაციით და  ახალი დასახლების სახით. ეს მხოლოდ  მოვალეობა არ არის — ეს არის პირადი ვალდებულებაც. ჩემმა დიდმა ბაბუამ, პეტრე კვინიკაძემ, ლაშის თემში არაერთი თაობა აღზარდა, და ვფიქრობ, ამით ნათქვამია, რატომ არის ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებული. მოდით, ვენდოთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს. მშვიდობა და უფლისწყალობა ხემაღალსა და ღვერკს,  თითოეულ თქვენგანს!"- წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა