ლეჩხუმში 10 ოჯახი, მეხუთე დღეა, გარესამყაროს მოწყვეტილი რჩება
მეხუთე დღეა სტიქიას ებრძვიან ლეჩხუმში. მეწყერმა ორი სოფლის - ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა და ათი ოჯახი ამ დრომდე გარესამყაროს ნაწილობრივ მოწყვეტილად რჩება, სადაც მოსახლეობასთან კონტაქტი საფეხმავლო გზითაა შესაძლებელი.
გუბერნატორის ინფორმაციით, ვიდრე არ გამოიდარებს შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
რაც შეეხება ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზას, სადაც ორი დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, გადაადგილება აღდგენილია.
მეწყრული პროცესები ცაგერის მუნიციპალიტეტში ხუთი დღის წინ უხვი ნალექის შედეგად განვითარდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















