მიიღე პედიატრის კონსულტაცია ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან
როდესაც საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, ექიმთან ვიზიტის გადადება შეუძლებელი ხდება. ყველა ადამიანი მშობლის სტატუსის მინიჭებასთან ერთად უამრავ სირთულეს აწყდება, რადგან ბავშვები გამუდმებულ ყურადღებას და ზრუნვას საჭიროებენ. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მათ შესაძლოა მოულოდნელად გადაუდებელი დახმარების გაწევა დაჭირდეთ, განსაკუთრებით მცირე ასაკში.
კვალიფიციური პედიატრის დროული კონსულტაცია ხშირად აუცილებელია იმისათვის, რომ შესაძლო სერიოზული გართულებები ავიცილოთ თავიდან. მალევე დაუკავშირდით თქვენს პედიატრს, თუ შეამჩნევთ ჩამოთვლილ სიმპტომებს:
- მწვავედ განვითარებული ტკივილი;
- სუნთქვის გაძნელება : ფილტვების სტვენა, გაფართოებული ნესტოები ან ნეკნთაშუა კუნთების ძლიერი შეკუმშვა;
- ძლიერი დიარეა ან პირღებინება;
- ნებისმიერი სახის ტრავმა;
- მუცლის ტკივილი;
- მაღალი ტემპერატურა, რომელსაც ვერ ამცირებთ იბუპროფენით;
- თუ გაქვთ ეჭვი მედიკამენტის გადაყლაპვაზე ან ტოქსიკური ნივთერების მოხვედრაზე, როგორც კანის ზედაპირზე, ისე პირის ღრუში;
- დეჰიდრატაციის ნიშნები: დაშვებული ქუთუთოები, ცრემლების არქონა ტირილის დროს, მშრალი პირის ღრუ, შარდის შედარებით მცირე რაოდენობა (პამპერსში);
ჩამოთვლილი სიმპტომები შესაძლოა გადაუდებლად საჭიროებდეს ბავშვის კლინიკაში გადაყვანას, თუმცა თქვენი პირველადი რეაგირებით მნიშვნელოვნად შეცვლით არსებული პრობლემის გამოსავალს. ხშირად კი იმ ცოდნის მისაღებად, თუ როგორი რეაგირება მოვახდინოთ, პედიატრები გვეხმარებიან.
გარდა ამისა მშობლები დღემდე ეჭიდებიან კლინიკაში ვიზიტებთან დაკავშირებულ სირთულეებს, რომლებსაც წარმოადგენენ რეგისტრატურის და კაბინეტთან რიგის მოლოდინში ბავშვთან ერთად დგომა, კლინიკის კედლებში ყოფნისას ბავშვის მიერ განცდილი სტრესით გამოხატული ტირილი და იმ ამბულატორიულ ინფექციათა გავრცელების წყაროები, რომელთაც პაციენტები ხშირად რეგულარული ვიზიტების დროს ხვდებიან.
REDMED-ის კომფორტული პლატფორმა და მისი წამყვანი პედიატრები ამ ყველა პრობლემის აღმოფხვრაში დაგეხმარებიან. REDMED-ის მეშვეობით პედიატრთან ონლაინ კონსულტაცია დროის დაზოგვის და სტრესის თავიდან არიდების ყველაზე მარტივ გზას წარმოადგენს.
იმისათვის რომ თქვენ შეძლოთ REDMED-ის სერვისით სარგებლობა, აუცილებელია ეწვიოთ მის მთავარ გვერდს და ძიების ველში ჩაწეროთ სპეციალობა – პედიატრი. პლატფორმაზე არსებული გამოცდილი და პროფესიონალი ექიმებისგან აუცილებელია ამოირჩიოთ სასურველი, ან ფილტრის ფანჯრიდან თქვენთვის მოსახერხებელი დროის, კლინიკის ან დაზღვევის მიხედვით შეარჩიოთ თავისუფალი სპეციალისტი. აუცილებელია სასურველი დროის არჩევის დროს შეარჩიოთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაციიდან ერთ-ერთი და თუკი ჩვენი სერვისით პირველად სარგებლობთ გაიაროთ ავტორიზაცია.
დაჯავშნილ კონსულტაციამდე აუცილებელია წინასწარ გვქონდეს მომზადებული ყველა ის ინფორმაცია, რაც სპეციალისტისთვის გახდება აუცილებელი: ჩატარებული აცრების და გადატანილი ინფექციური დაავადებების სია, ჩივილების მიმდინარეობა, თუკი ოჯახში აღინიშნება რაიმე სახის გენეტიკური დაავადებები და სხვა. ვიდეო კონსულტაციისას მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვი კომფორტულად და დაცულად იგრძნობს თავს : შემოკრიბეთ მისთვის საყვარელი სათამაშოები და
ეცადეთ პროცესი მიმდინარეობდეს მშვიდ ოთახში, სადაც არაფერი შეგიშლით ხელს და გაფანტავს მის ყურადღებას.
იმისათვის, რომ ისარგებლოთ REDMED-ის სერვისით, აუცილებელია ეწვიოთ ვებ-გვერდს www.redmed.ge ან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია და გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია.
ავტორი: ნიუპრესი