|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიკროსაფინასო ორგანიზაცია "მ ფინანსის" დაზარალებულებმა აქცია გამართეს

მიკროსაფინასო ორგანიზაცია "მ ფინანსის" დაზარალებულებმა აქცია გამართეს. ისინი კუთვნილი ძვირადღირებული ნივთების მათ სახელზე გადაფორმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი ნივთები ლომბარდის მესაკუთრემ საქართველოს ბანკში გადააგირავა და ამიტომ მათ ოქროებზე წვდომის უფლება აღარ აქვთ. დაზარალებულები ნდობითაღჭურვილი პირის საშუალებით ნივთების დაბრუნებას ითხოვენ. მათი თქმით, პროცენტს ვერ იხდიან, რის გამოც ბანკში ჯარიმები ერიცხებათ.

მოქალაქეები საქართველოს ბანკს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და ჯარიმების ჩამოწერას თხოვენ, ამასთან, აცხადენენ, რომ ნივთების ნაწილი ამ დრომდე დაკარგულია.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ორი თვის წინ გაკოტრდა, მფლობელებმა ქვეყანა დატოვეს და არსებული ვალდებულებები საქართველოს ბანკში გადაიტანეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა