|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მილიარდერს არ აქვს ჩემი სიცოცხლის ხელყოფის უფლება!" - ბენო თოდუა ჰესების წინააღმდეგ

მილიარდერს არ აქვს ჩემი სიცოცხლის ხელყოფის უფლება! - აცხადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის მცხოვრები ბენო თოდუა, რომელიც  ჰესების წინააღმდეგ გამოდის. 

პროფესიით იურისტი და მოწოდებით გარემოსდამცველი ბენო თოდუა აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტოს მაღალჩინოსნების, ასევე მათ მიმართ, ვინც ჩართულია ჰესების მშენებლობაში, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას, რადგან ისინი ჩადიან დანაშაულს კაცობრიობის და ბუნების წინააღმდეგ. რაც შეეხება ჰესებს, თოდუას თქმით, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მათი დემონტაჟი უნდა მოხდეს.  

ბენო თოდუას მტკიცებით, ჰესები გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, რის შედეგად დასავლეთ საქართველოში კლიმატი შეიცვალა, გაიზარდა ტენიანობა, რაც თავის მხრივ, სოკოვან და სხვა დაავადებებს იწვევს. შედეგად, შეუძლებელი ხდება სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანა. მათ შორის დაავადებულია თხილი, აღნიშნული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე არ გადის, ხდება მისი ქვეყნის შიგნით საკონდიტრო წარმოებაში გამოყენება, რაც საკვებ პროდუქტებს საფრთის შემცველად აქცევს.  

"დასავლეთ საქართველოში შეუძლებელია სოფლის მეურნეობის წარმოება, მაღალმა ტენიანობამ გამოიწვია ისეთი დაავადებები, როგორიცაა ჭრაქი, ობი, უხილავი პარაზიტები, სოკოვანი და ბაქტეოროლოგიური დაავადებები, ამასთან დაკავშირებით მივმართე გურიის წარმომადგენლებს პარლამენტში, გურიის გუბერნატორს, პროკურორს, სახალხო დამცველს, მოკლედ, ყველას ვისაც შეეძლო იუტისოდენა წვლილის შეტანა ამ საქმეში, მაგრამ არავითარი რეაგირება... ახლა მინდა ქუთაისიდან მივმარტო პარლამენტის თავმჯდომარეს, იმერეთის დეპუტატებს, დაიბარონ გარემოს დაცვის მინისტრი პარლამენტში და მოთხოვონ პასუხი, თუ რატომ მივიდა გარემო ამ მდგომარეობამდე. მე რომ ბროშურებს მირიგებენ, თუ როგორ ვებრძოლო ფაროსანას, რატომ თავად არ ეძებენ მიზეზს, ხომ არ არის ეს გამოწვეული იმ გიგანტი ჰესებიდან, რომელიც ბოლო დროს ააშენეს საქართველოში?.. 21 ახალი ჰესი მოგვევლინა "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, მათ შორის დასავლეთ საქართველოშიც. აქართველოს გენერალური პროკურატურა ვალდებულია აღძრას სისხლის სამართლის საქმე, როცა სახეზე გვაქვს  შესაძლო დანაშაულის ნიშნები - მცენარეთა სამყაროს მასობრივი განადგურება, რასაც იწვევს ის გარემოზე ის ზემოქმედება, რასაც ჰესები ახდებს გარემოზე.  ბატონ კალაძის და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან ჰესების მშენებლობაში, უნდა აღიძრას საქმე სს კოდექსის 409 მუხლის თანახმად, რაც გულისხმობს მცენარეთა სამყაროს მასობრივ განადგურებას, ასევე 402 მუხლით - დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ.  გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები არ ერიდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს კონვენციის მეოთხე მუხლის მე2 პუნქტის დარღვევას... საქართველოს კონსტიტუციის 37 მუხლის მე3-, მე-4 და მე-5 თანახმად, მე უფლება მაქვს ვიცხოვრო უვნებელ და სუფთა გარემოში, მილიარდერს არ აქვს ჩემი სიცოცხლის ხელყოფის უფლება! "- აცხადებს ბენო თოდუა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა