|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მილოცვა უძველესი ევროპული ქალაქიდან სრულიად საქართველოს"

 ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებები  საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას  პატივგებით დაიწყო. ქალაქიის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.  

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების  განცხადებით, საქართველო ევროპული ოჯაცის წევრი უნდა გახდეს. 

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია. მთელი ჩვენი ისტორია ჩვენი დიდი წინაპრების თავგანწირული და ერთგული ბრძოლაა სამშობლოსთვის. წელს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ამ დღეს ქუთაისში. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ევროპული ღირებულებები, ქუთაისი უძველესი ევროპული ქალაქია და სიმბოლურია, რომ სწორედ აქედან ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა განუხრელად ევროპულია. თავისუფალი, დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი იქნება! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

,,ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. წლევანდელი დღესასწაული არის აბსოლუტურად სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფციის მატარებელი. ჩვენ, გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განაცხადი და ნაბიჯი ევროპისკენ, რომელიც არის ისტორიულად ჩვენი სახლი. რა თქმა უნდა,  იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები და ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს აქტივობებში“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ქალაქის მთავარ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა. ცენტრალურ ბულვარში მთელი დღის მანძილზე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა, სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო ღონისძიებები.

ქუთაისში, 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა