"მრავალშვილიანი ოჯახის მამამ ყოველდღიური შემოსავალი დაკარგა და საიდან მოიტანოს ამის ცნობა?"
გოგი წულაიამ ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები და სხვა საჭირო ნივთები მიუტანა.
პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველო" თანათავმჯდომარის განცხადებით, ხუთი შვილის მამა ოჯახს ყოველდღიური შემოსავლით არჩენდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგა.
„მინდა გახარიას მივმართო, მრავალშვილიანი ოჯახის მამა ყოველდღიურად მუშების ბირჟაზე დგებოდა და პურის ფულს შოულობდა, 5 და 10 ლარის ოდენობით. საიდან მოიტანოს ცნობა, რომ თვითდასაქმებულია და შემოსავალი დაკარგა“-განაცხადა გოგი წულაიამ.
მისი თქმით, ოჯახს კეთილი ადამიანების შეწევნით დაეხმარა.
როგორც წულაია აცხადებს, ბიუჯეტში ცვლილებები ასეთი ოჯახების დახმარების მიზნით უნდა შევიდეს.
აღსანიშნავია, რომ სოციალური დაუცველი ოჯახი სახელმწიფო დახმარებას და სხვადასხვა შემწეობებს იღებს.
ავტორი: ნიუპრესი