მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები - მერაბ დვალიშვილი
                                                                                                                     
                
მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები - განაცხადა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე
მისი თქმით, თანხას, რომელცას სახელმწიფო გადასცემს, თავის თანხასაც დაამატებს ქველმოქმედებაში გაოვიყენებს.
“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”,- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“.
ავტორი:
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 16:36
16:36 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31
















