|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე ამ უნამუსო რეჟიმის დროს პოლიტიკოსი მერქვას - ნიკა მელია

მე მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე ამ უნამუსო რეჟიმის პირობებში პოლიტიკოსი მერქვას. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში  პარლამენტის წინ მრავალათასიანი მიტინგისას განაცხადა.

მისი თქმით, ოლიგარქი ქართველი ხალხის დაღლას ელოდება.

„დაველოდოთ 8 საათამდე, ვინმე პასუხის ღირსად თუ გაგვხდის. ოლიგარქი ელოდება,  რომ ქართველი ხალხი დაიღლება. ჩვენ თუ დავიღლებით, ეს იმედი მას შეუსრულდება.  მე მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე ამ უნამუსო რეჟიმის დროს პოლიტიკოსი მერქვას“, -განაცხადა მელიამ.  

შეგახენებთ, ოპოზიციამ  ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენა, რისი შესრულებისთვის დრო საღამოს 8 საათამდე მისცა. ეს მოთხოვნებია: 1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;

2. გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს;

3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

ავტორი: ნიუპრესი