|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მირიან ბერულავას მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

ქუთაისში ჟურნალისტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. მედიის წარმომადგენლები დაკავებული ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის მირიან ბერულავას მხარდასაჭერად პოლიციის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

ჟურნალისტებით თქმით, მათი კოლეგა უსამართლოდაა დაკავებული და მოითხოვენ, მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

"არ ვენდობი სისტემას"- ამ სიტყვების გამოა დაკავებული, რაც წარმოუდგენელია. ათი ათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, სწორედ იმიტომ, რომ არ ენდობა სისტემას. მირიან ბერულავა არის წესიერი ადამიანი, არ გვჯერა, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ შევიკრობეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ მირიანს და რეჟიმის ყველა პატიმარს", - აცხადებენ ჟურნალისტები. 

 შეგახსენებთ, მირიან ბერულავა ადმინისტრაციული წესით გუშინ დააკავეს, მის წინააღმდეგ საქმე 173-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი