|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მირიან ბერულავას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

დაკავებული ჟურნალისტის მირიან ბერულავას სასამართლო პროცესი დღეს 15:30 საათზე ჩაინიშნა. ჟურნალისტსა და აქტივისტს გამოძიება პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება.
ადვოკატის თქმით, კი თავად ჟურნალისტმა სამართალდამცველებს მხოლოდ ის უთხრა, რომ სისტემას არ ენდობა, ეს კი პოლიციამ შეურაცხყოფად შეაფასა.
დაკავების შემდეგ, იმერეთის სამხარეო პოლიციამ მირიან ბერულავას სახლი გაჩხრიკა.
მირიან ბერულავას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
 
 
 
 
 
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.77%
გაუარესდა - 52.03%
არ შეცვლილა - 12.2%
სულ - 123 ხმა